logo
ENG



POG: პირს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე 17 წლით პატიმრობა მიესაჯა

16 აგვ 202414:10
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/16/0wkcqb44rbsebog.jpeg

პროკურატურის ცნობით, თელავის რაიონულმა სასამართლომ პირს, რომელმაც ველისციხეში თანამზრახველთან ერთად მოქალაქე გაგუდა და საწრყავი არხის მიმდებარედ, ჭაში დამარხა, 17 წლით პატიმრობა მიესაჯა. 

უწყების ცნობით, შემთხვევა 2023 წლის 18 იანვარს მოხდა. პოლიციამ გარდაცვლილის ცხედარი 2023 წელის 25 მაისს იპოვა. 

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 18 იანვარს, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში, ორმა პირმა, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ბლაგვი საგნების გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენეს და შემდეგ გაგუდეს. აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულებმა მოკლული ველისციხეში სარწყავი არხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჭაში დამარხეს და მის კუთვნილ მობილურ ტელეფონს დაეუფლნენ.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა გარდაცვლილის ცხედარი ჭაში 2023 წლის 25 მაისს იპოვეს.

დაკავებულს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ქურდობის ფაქტებზე წარედგინა. თელავის რაიონულმა სასამართლომ იგი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა"- ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, პროკურატურის ინფორმაციით, 2024 წლის 23 თებერვლის განაჩენით, თელავის რაიონულმა სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო ასევე დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ქურდობის ფაქტებზე და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.


close დახურვა