logo
ENG



ისრაელში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად ჰამასის მაღალი რანგის 2 მებრძოლი მოკლეს

18 აგვ 202413:42
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/18/0jip2k8yju2m12m.png

ისრაელი აცხადებს, რომ იორდანეს დასავლეთ ნაპირზე საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება ჰამასის მაღალი რანგის 2 მებრძოლი მოკლეს.

ოფიციალური თელავივი ამბობს, რომ ისინი ისრაელის მოქალაქის მკვლელობასთან იყვნენ კავშირში.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მოკლული არიან აჰმედ აბუ არა და რაფეტ დავასი - ორივე ჰამასის სამხედრო ფრთის, ალ-კასამის ბრიგადის წევრი იყო. საჰაერო დარტყმის დროს ისინი ავტომობილში იმყოფებოდნენ.

ისრაელის მხარე ამბობს, რომ გასულ კვირას ორივე ჰამასელი თავდასხმის ორგანიზებაში მონაწილეობდა, რის შედეგადაც დაიღუპა ისრაელის მოქალაქე, იონატან დოიჩი. თავდასხმა იორდანის დასავლეთ ნაწილში 11 აგვისტოს მოხდა.


close დახურვა