logo
ENG



ლუკაშენკო: უკრაინამ ბელარუსის საზღვრის გასწვრივ 120 ათასი სამხედრო განათავსა

18 აგვ 202414:57
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/18/65dk6ejo1rq5hjh.jpg

Reuters-ის ცნობით, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ უკრაინამ ბელარუსის საზღვრის გასწვრივ 120 ათასი სამხედრო განათავსა.

გამოცემის ინფორმაციით, მინსკმა საპასუხოდ შეიარაღებული ძალების თითქმის მესამედი მეზობელ სახელმწიფოსთან მთელი საზღვრის გასწვრივ გაგზავნა.

"მათი აგრესიული პოლიტიკის გამო, ჩვენ საზღვართან სამხედრო ნაწილები გავგზავნეთ - ომის შემთხვევაში, ისინი თავდაცვისთვის მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ", - განაცხადა ლუკაშენკომ.

ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ხრენინმა 17 აგვისტოს განაცხადა, რომ მეზობელი უკრაინის მხრიდან შეიარაღებული პროვოკაციის დიდი ალბათობა არსებობს და სიტუაცია მათ საერთო საზღვარზე დაძაბულია.

ამ ორ ქვეყანას 1084 კილომეტრიანი საზღვარი ყოფს.

ლუკაშენკო, რომელიც პუტინის მოკავშირეა, აცხადებს, რომ ბელარუს-უკრაინის საზღვარი დანაღმულია და უკრაინის ჯარებს უზარმაზარი დანაკარგი ექნებათ, თუ მის გადაკვეთას შეეცდებიან.


close დახურვა