logo
ENG



უკრაინის საზღვრის დაცვა: ბელარუსის რესპუბლიკის საზღვარზე ვითარება უცვლელია

18 აგვ 202417:19
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/18/8mtgtzcofac6r7y.jpg

უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის პრესსპიკერი, ანდრეი დემჩენკო ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბელარუსთან საზღვარზე ვითარება უცვლელია.

"ბელარუსის რესპუბლიკის საზღვარზე ვითარება უცვლელია. როგორც ვხედავთ, არ იცვლება ლუკაშენკოს რიტორიკაც, რომელიც მუდმივად ამძაფრებს სიტუაციას რეგულარული პერიოდულობით, ტერორისტული ქვეყანის საამებლად", - აღნიშნა დემჩენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლებამ უკრაინასთან საზღვარზე ბელარუსის არმიის თითქმის მესამედი განათავსა.

"მათი აგრესიული პოლიტიკის გამო, ჩვენ საზღვართან სამხედრო ნაწილები გავგზავნეთ - ომის შემთხვევაში, ისინი თავდაცვისთვის მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ", - განაცხადა მან.

 


close დახურვა