logo
ENG



ალენ დელონი — ევროპული კინოს ლეგენდა

18 აგვ 202421:10
3 წუთის საკითხავი
 

88 წლის ასაკში ფრანგული კინოს ლეგენდარული მსახიობი ალენ დელონი გარდაიცვალა. მსახიობს ყველაზე დიდი პოპულარობა მოუტანა ფილმებმა: თაკარა მზე, როკო და მისი ძმები, ასევე ლეოპარდი, შავი ტიტა და სხვა. ალენ დელონი არაერთი ჯილდოს მფლობელი იყო, მათ შორის მიღებული ჰქონდა სეზარის პრემია კაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში „ჩვენი ისტორია“. იგი ასევე ნომინირებული იყო ოქროს გლობუსზე. მინიჭებული აქვს ბერლინისა და კანის კინოფესტივალების საპატიო ჯილდოები. იყო საპატიო ლეგიონის ორდენის მფლობელიც


close დახურვა