logo
ENG



"უკრაინა უკვე დენაციფირებულია, მაგრამ არის რამდენიმე ნაცისტი, რომელიც იქ რჩება" - ლუკაშენკო

19 აგვ 202411:48
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/19/45qo1ybo1xg1sdw.jpg

პუტინის მოკავშირე ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, მათი არმიის მესამედი უკრაინის საზღვარზეა განლაგებული.

როგორც ლუკაშენკო რუსეთის სახელმწიფო არხ Россия-1-თან ინტერვიუში ამბობს, კიევი არა მხოლოდ "ინარჩუნებს 120 ათასზე მეტ სამხედროს ბელარუსის საზღვრებთან", არამედ დამატებითი ძალებიც განათავსა. 

მისივე მტკიცებით, კიევმა საზღვარზე დამატებითი შენაერთებიც გაგზავნა იმის შიშით, რომ ბელარუსის ძალები რუსებთან ერთად უკრაინას გომელიდან შეუტევენ.

რაც შეეხება კურსკის რეგიონზე უკრაინის შეტევას, ლუკაშენკო ამბობს, რომ უკრაინა ფსონის გაზრდას აპირებს და ეს "არასწორია".

"რუსი სამხედროები და პირადად პუტინი მოკვდება, მაგრამ იქიდან უკრაინელ სამხედროებს გაიყვანენ", - ამბობს ლუკაშენკო. 

გარდა ამისა, ბელარუსის პრეზიდენტის ამბობს, რომ უკრაინამ უკვე გაიარა "დენაციფიკაციის ეტაპი".

"თქვენ ხანდახან საუბრობთ ნაცისტებზე. ეს ნაცისტები იქ აღარ არიან. უკრაინა დენაციფიცირებულია. მაგრამ არის რამდენიმე გაცოფებული ნაცისტი, რომლებიც იქ რჩებიან, მაგრამ ისინი ტრენდულები აღარ არიან", - ირწმუნება ლუკაშენკო. 

ამასთან, ლუკაშენკო ასევე აღნიშნავს, რომ მოსკოვმა და კიევმა მოლაპარაკებები უნდა დაიწყონ. 

უკრაინამ ადრე განაცხადა, რომ 6 აგვისტოს კურსკის რეგიონში დაწყებული შეტევა, სხვა საკითხებთან ერთად, კიევს რუსულ მხარესთან შესაძლო მოლაპარაკებებში უფრო ხელსაყრელი პოზიციის მოპოვებაში უნდა დაეხმაროს. 

 

close დახურვა