logo
ENG



თელ-ავივში ტერაქტის მოწყობის მცდელობაზე პასუხისმგებლობას ჰამასი იღებს

19 აგვ 202414:36
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/19/0hi34eobcwyennp.jpg

18 აგვისტოს, თელ-ავივში ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობაზე პასუხისმგებლობა ტეროტისტულმა ორგანიზაცია ჰამასმა აიღო.

აღნიშნული მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, რადგან ტერორისტს ასაფეთქებელი მოწყობილობა გაუმართაობის გამო დაუგეგმავად აუფეთქდა. შედეგად ტერორისტი დაიღუპა, ხოლო ერთი გამვლელი მსუბუქად დაიჭრა.

გავრცელებულ განცხადებაში ტერორისტული დაჯგუფება ამბობს, რომ თავდასხმა პალესტინის ისლამურ ჯიჰადთან ერთად მოაწყვეს და იმუქრება, რომ ისრაელის იერიშების საპასუხოდ ისრაელში თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმები გაგრძელდება.

მანამდე, Reuters-მა ისრაელის პოლიციაზე დაყრდნობით დაწერა, რომ თელ-ავივში მომხდარი აფეთქების განზრახვა ტერორისტული თავდასხმის მოწყობა იყო.

"შესაძლოა ითქვას, რომ ეს, ძლიერი ფეთქებადი მოწყობილობის დეტონაციით, ტერორისტული თავდასხმა იყო", - წერია უწყების განცხადებაში.

დაღუპული ტერორისტის ვინაობის დადგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

18 აგვისტოს თელ-ავივში უცნობ მამაკაცს ჩანთით ფეთქებადი მოწყობილობა გადაჰქონდა, რა დროსაც მოწყობილობა აფეთქდა, რამაც მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა.


close დახურვა