logo
ENG



თბილისის ნაწილს დენი დროებით გაეთიშება - ქუჩების ჩამონათვალი

20 აგვ 202423:02
3 წუთის საკითხავი
 
თბილისის ნაწილს დენი დროებით გაეთიშება - ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია თელასის ცნობით, ხვალ, 20 აგვისტოს, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს დენი დროებით გაეთიშება.

მათი ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხება თბილისის შემდეგ ქუჩებს:

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის, არჩილ სულაკაურის, ანა კალანდაძის, გოთუას, შარტავას, შორსის, შალვა მჭედლიშვილის, იოსებიძის და ხვიჩიას ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის დასახლების (ნაწილობრივ), ბუდაპეშტის, ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილების, ვახტანგ ჩიქოვანის, ზემო დელისის, მეგრელიძის, მანუელ აფხაიძის, შალვა ნუცუბიძის და დელისის ქუჩების მოსახლეობას. 

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და წყნეთის ქუჩის მოსახლეობას.

 


close დახურვა