
თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა სამ პირს, რომლებიც ორთაჭალაში ახალგაზრდა კაცის მკვლელობის საქმეზე დააკავეს.
პროკურატურა მათ დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.
მკვლელობაში მონაწილე ერთ-ერთი პირი ამჟამად მიმალვაში იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლებით აწარმოებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოკლულ ახალგაზრდა კაცს ოჯახის 2 დღე ეძებდა.