logo
ENG



ბუდანოვის თქმით, რუსეთზე დრონებით იერიში მიიტანეს და რამდენიმე სტრატეგიულ ობიექტს შეუტიეს

22 აგვ 202410:14
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/22/irvny6ejrgk04p2.jpg

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი ამბობს, რომ რუსეთში 20-21 აგვისტოს დრონები გამოიყენეს და რამდენიმე სტრატეგიულ ობიექტს შეუტიეს.

ბუდანოვის განცხადებით, უკრაინის დაზვერვამ როსტოვის ოლქის მილეროვის საჰაერო ბაზასა და ოსტაფიევოს აეროპორტს შეუტია. ამასთან, მისივე ცნობით, თავდასხმა განხორციელდა რადიოკავშირის ცენტრზე, თუმცა მის ადგილმდებარეობას ბუდანოვი არ ასახელებს. უკრაინული დაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ იერიშის დროს 50 დრონი გამოიყენეს.

რუსეთის მერის სერგეი სობიანინის მტკიცებით, 20-21 აგვისტოს ღამე რუსეთისთვის უკრაინის მხრიდან ფართომასშტაბიან თავდასხმას ნიშნავდა. საბიანინი ამბობს, რომ მოსკოვს 10 დრონით დაესხნენ თავს, ხოლო 45 დრონი რუსმა არმიამ ჩამოაგდო. 


close დახურვა