logo
ENG



ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსტემ უმეროვი საგარეო სადაზვერვო სამსახურის უფროსად დანიშნა

03 აგვ 202615:51
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/03/k6qf2yg774kwitd.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებით, ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი საგარეო სადაზვერვო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნება. აღნიშნული ინფორმაცია უკრაინის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პრეზიდენტზე დაყრდნობით გავრცელა.

რუსტემ უმეროვი უკრაინის უსაფრთხოების სექტორში ერთ-ერთ საკვანძო ფიგურას წარმოადგენს — იგი 2023-2025 წლებში უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა, ხოლო 2025 წლის ივლისიდან უსაფრთხოებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭოს მდივნის თანამდებობაზე გადავიდა. გარდა ამისა, უმეროვი სათავეში ედგა უკრაინის დელეგაციას რუსეთთან გამართულ მოლაპარაკებებზე, რომლებიც აშშ-ის შუამავლობით მიმდინარეობდა.

მთავრობის ფართომასშტაბიანი გადაწყობის ფარგლებში ცვლილებები სხვა უწყებებსაც შეეხო. უკრაინული მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უსაფრთხოებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭოს მდივნის ვაკანტური პოსტი იგორ კლიმენკოს შესთავაზა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.


close დახურვა