მოქალაქე მარიამ კვარაცხელია წერს, რომ თბილისში, ცინცაძის 41 ნომერში კაცი სკუტერით ქუჩაში დაკიდებულ რკინის მავთულს წამოედო და დაშავდა, პოლიციამ კი ის "საავარიო სიტუაციის შექმნისთვის" დააჯარიმა.
"ამ წუთებში ცინცაძის 41-თან, ქუჩაზე რაღაც რკინის მავთული ეკიდა ჰაერში, შუა გზაზე, სკუტერიანმა მოქალაქემ გამოიარა, წამოედო, ყელზე შემოეხვია, კინაღამ დაიხრჩო, დაიმტვრა, სხეულზე აქვს სერიოზული დაზიანებები. მოვიდა პატრული და 250 ლარით დააჯარიმა ეს მოქალაქე, რადგან მავთულზე როცა გამოედო და დაიმტვრა, საავარიო სიტუაცია შექმენიო. ხალხო, აქეთ დააჯარიმეს ადამიანი. წარმოუდგენელია. ადვოკატი გვჭირდება", - წერს ის Facebook-ზე.