logo
ENG



რუსული კანონის სარჩელზე პრეზიდენტს დამოუკიდებელი იურისტებიც წარმოადგენენ, მათ შორის ბესელია

22 აგვ 202416:18
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/22/c2kgrwfqy78rzqa.jpg

რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტს ადმინისტრაციის იურისტების გარდა, დამოუკიდებელი იურისტებიც წარმოადგენენ. ფორმულას ინფორმაციით, მათ შორის იქნება ეკა ბესელია.

ოპოზიციის მომხსენებელი საკონსტიტუციო სასამართლოში ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი თამარ კორძაია იქნება. 

ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება პარლამენტიდან ქართული ოცნების წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოში. 

საკონსტიტუციო სასამართლო არსებით განხილვამდე რუსული კანონის ამოქმედების შეჩერების საკითხს გამწესრიგებელ სხდომაზე 29-30 აგვისტოს განიხილავს.

რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოში 4 სარჩელი შევიდა - პრეზიდენტის, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ თქვა, რომ სარჩელები ერთ წარმოებად გაერთიანდება.

პროცესში სამართლებრივად ჩაერთვება სახალხო დამცველი ლევან იოსელიანიც. მისი თქმით, აპარატი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას წარუდგენს და ამ ფორმით დააფიქსირებს პოზიციას.


close დახურვა