logo
ENG



ქართულმა ოცნებამ პროპორციული სიის თბილისის დელეგატები წარადგინა

23 აგვ 202411:01
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/23/4jzps54ey08jh06.jpg

პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პროპორციული სიის თბილისის დელეგატები წარადგინა.

მაჟორიტარული სისტემის გაუქმების შემდეგ ქართულმა ოცნებამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შეიტანა და დელეგატების სისტემა შემოიღო. პარტია ამტკიცებს, რომ ეს ამით ამომრჩეველსა და კანდიდატებს შორის კავშირის გამყარება და ნაკლოვანების აღმოფხვრა სურთ. 

დელეგატები არიან პარტიის პროპორციულ საარჩევნო სიაში წარმოდგენილი კანდიდატები, რომლებიც კონკრეტულ საარჩევნო ოლქებზე იქნებიან მიმაგრებულნი. როგორც კობახიძემ განმარტა, ისინი კამპანიის წარმოებაზე და უკვე არჩევნების შემდეგ, საქართველოს პარლამენტში შესაბამისი ამომრჩევლის ინტერესების დაცვაზე იქნებიან პასუხისმგებელი. 

სია:

  • დიდუბე-ჩუღურეთი - გია ვოლსკი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი
  • მთაწმინდა-კრწანისი - დავით კაჭარავა, პარლამენტის დეპუტატი
  • ვაკე - ზუკა რურუა, წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ნაკრების მცველი
  • საბურთალო - აკაკი ალადაშვილი, თბილისის საკრებულოს წევრი
  • ნაძალადევი - ირაკლი ხელაძე, თბილისის საკრებულოს წევრი
  • გლდანი - ლადო ბოჟაძე, თბილისის საკრებულოს წევრი
  • ისანი - ნიკა ელისაშვილი, ისნის რაიონის მოქმედი გამგებელი 
  • სამგორი - ვარლამ ლიპარტელიანი, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი

რამდენიმე დღის წინ ქართულმა ოცნებამ პროპორციული დელეგატების ნაწილი რეგიონებში წარადგინა. რეგიონში ოცნების დელეგატები იქნებიან:

სია:

  • გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყარო - დავით სონღულაშვილი
  • თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი - ირაკლი ქადაგიშვილი
  • რუსთავი და გარდაბნის სოფლები - ირაკლი შატაკიშვილი,
  • მარნეული-გარდაბანი - ზაურ დარგალი
  • ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკი - დავით შერაზადიშვილი (ბოლნისის მოქმედი მერი)
  • ახალციხე-ბორჯომი-ასპინძა-ადიგენი - ანტონ ობოლაშვილი
  • ახალქალაქი-ნინოწმინდა - სამველ მანუკიანი
  • მცხეთა-მთიანეთი - დიმიტრი ხუნდაძე
  • გორი-კასპი - ლადო ხინჩეგაშვილი (გორის მოქმედი მერი) 
  • ხაშური-ქარელი - ზაზა დუგლაძე
  • ქუთაისი - ზაზა ლომინაძე
  • წყალტუბო-სამტრედია-ვანი-ხონი - გივი ჭიჭინაძე
  • საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაული - პაატა კვიჟინაძე
  • ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბული - ზვიად შალამბერიძე, (მოქმედი გუბერნატორი)
  • ზუგდიდი - დათო კოდუა (გუბერნატორის ყოფილი მოადგილე)
  • ფოთი-ხობი-სენაკში - გიორგი ხახუბია
  • მარტვილი-აბაშა-წალენჯიხა-ჩხოროწყუ - ილია ინჯია (ბიზნესმენი).
  • ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაური - ვასიკო ჩიგოგიძე
  • რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთში - გოჩა ენუქიძე 
  • ბათუმი - არჩილ ბერიძე, (ალილოს სოლისტი)
  • ქობულეთი - გია ჭყონია, (ბიზნესმენი)
  • ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულო - ანზორ ბოლქვაძე.

close დახურვა