logo
ENG



დააკავეს მოქალაქე, რომელიც თბილისში ორი ადამიანის მკვლელობისთვის 20 წელი იძებნებოდა

23 აგვ 202411:20
3 წუთის საკითხავი
 
დააკავეს მოქალაქე, რომელიც თბილისში ორი ადამიანის მკვლელობისთვის 20 წელი იძებნებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი, 1983 წელს დაბადებული გ.კ დააკავა.

ბრალდებული 2004 წელს, თბილისში, 2 მოქალაქის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისთვის იძებნებოდა.

"პოლიციამ გ.კ. სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურის "დარიალი" ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ის სხვა გვარის გამოყენებით საქართველოს სახელწიფო საზღვრის გადმოკვეთას ცდილობდა", - წერია შსს-ის განცხადებაში.

დაკავებული გ.კ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.


close დახურვა