logo
ENG



ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნებში მადუროს გამარჯვება დაადასტურა

23 აგვ 202414:19
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/23/xiyoguh9blfaa44.jpg

ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლას მადუროს გამარჯვება დაადასტურა. თუმცა ადგილობრივი მედია იუწყება, რომ სასამართლოს კენჭისყრის დეტალები არ გამოუქვეყნებია და უცნობია, რას ემყარება გადაწყვეტილება.

ვენესუელას ეროვნული საარჩევნო საბჭოს ხელმძღვანელის, ელვის ამოროსოს თქმით, რომელიც მოქმედი პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს ახლო მოკავშირეცაა, ბიულეტენების 80%-ის დათვლის შემდეგ, ხმათა 51.2% მადურომ, ხოლო 44.02% მისმა მეტოქემ, ედმუნდო გონზალეზმა მოიპოვა. 

თუმცა ოპოზიციის კანდიდატმა, ედმუნდო გონსალესმა და ოპოზიციური ერთიანი დემოკრატიული პლატფორმის ლიდერმა მარია კორინა მაჩადომ, რომელსაც სასამართლომ პრეზიდენტად კენჭისყრის უფლება არ მისცა, ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ საარჩევნო ოქმების 73%-ის ასლები აქვთ და ამ შედეგებით, ედმუნდო გონსალესს 6,27 მილიონი, ხოლო ნიკოლას მადუროს 2,75 მილიონი ხმა აქვს.

დასავლეთის ქვეყნები არჩევნების შედეგების სრულად გასაჯაროებას მოითხოვდნენ, არჩევნებში გამარჯვება მადუროს მიულოცეს რუსეთმა და ჩინეთმა.

არჩევნების შედეგებს ვენესუელაში პროტესტი მოჰყვა, რომელიც დღემდე გრძელდება.

ოფიციალური მონაცემებით, რომელიც უკვე სასამართლომაც აღიარა, ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა, რომელიც ხელისუფლებაში 2013 წლიდანაა. 

 


close დახურვა