logo
ENG



რუსული კანონის წინააღმდეგ პრეზიდენტის სარჩელზე ერთ-ერთი წარმომადგენელი გიორგი ბურჯანაძეა

24 აგვ 202420:16
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/24/39w0sctj73ljpyd.jpg

რუსული კანონის წინააღმდეგ პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელზე, ერთ- ერთი წარმომადგენელი სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე იქნება.

ინფორმაციას ამის შესახებ ბურჯანაძე თავად ავრცელებს.

"კონსტიტუციის დღეს გაუმარჯოს! ამ კონსტიტუციითა და ბაფთით შემდეგ კვირას ვიქნები საქართველოს პრეზიდენტის ერთ-ერთი წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის არაკონსტიტუციურობის საქმეზე. მიხარია რომ საქართველოს ისტორიაში პრეზიდენტის პირველ სარჩელს წარმოვადგენ. ამ შემოთავაზებისას საბჭოს კონკურსის წყენაზე არ მიფიქრია, რადგან ისეთი საკითხია, სადაც ყველას ერთობა აუცილებელია. რუსული კანონის მიღება სახელმწიფოებრიობის გაუქმების ტოლფასია.

ჩემთვის ეს საქმე არის - "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ". როცა სახალხო დამცველის კონკურსში ვმონაწილეობდი, ამას სამსახურის შოვნის გამო არ ვაკეთებდი. მწამს ადამიანის უფლებების და დღევანდელ პირობებში, როდესაც საქართველოს სახალხო დამცველი სრულად უფუნქციოა, ორმაგ პასუხისმგებლობას ვგრძნობ რომ ვაწარმოო დავა ამ საკითხზე. თავის დროზე, რუსეთშიც კი ეს საკითხი იქაურმა სახალხო დამცველმა გაასაჩივრა. სამწუხაროდ ამან ესეც ვერ გაბედა. ხშირად მეკითხებიან რისი იმედი მაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში დავისას. ზუსტი პასუხი არ მაქვს, მაგრამ ალბათ სასწაულის. მე ყველაფერს ვეცდები. საკონსტიტუციო სასამართლოს ამ საქმეზე ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებით შეუძლია ისტორია შექმნას, ქვეყანას და კონსტიტუციურ ორგანოებს სანქციები და პასუხისმგებლობა აარიდოს", - წერს ბურჯანაძე.

რუსული კანონის ამოქმედების შეჩერების საკითხს საკონსტიტუციო 29-30 აგვისტოს განიხილავს


close დახურვა