logo
ENG



ლიეტუვა სასაზღვრო პუნქტებზე რუსულ და ბელარუსულ საქონელზე კონტროლს ამკაცრებს

25 აგვ 202416:34
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/25/exwugoegyn7lvn1.jpg

ლიეტუვის სურსათისა და ვეტერინარული სამსახური (PVS) 25 აგვისტოდან სასაზღვრო პუნქტებზე რუსულ და ბელორუსულ საქონელზე კონტროლს ამკაცრებს.

კერძოდ, ცნობილია, რომ გაძლიერებული შემოწმებები ჩატარდება ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობისთვის, ხოლო გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემთხვევაში, გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკების შესამცირებლად.

კონტროლის გაძლიერების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სურსათისა და ვეტერინარიის მთავარი ინსპექტორის ბრძანებით, 2024 წლის 1 აპრილიდან 31 ივლისამდე პერიოდის კონტროლის შედეგების შეფასების საფუძველზე.

აღნიშნულმა შედეგებმა კი აჩვენა, რომ რუსული და ბელორუსული წარმოშობის კვების პროდუქტები კვლავ უნდა დაექვემდებაროს კონტროლს, რათა ეჭვები მათი უვნებლობის შესახებ კვლავ არსებობს, განსაკუთრებით ახალი მოსავლის სეზონის დასაწყისში.

გაძლიერებული კონტროლის ზომები 2025 წლის 23 თებერვლამდე გაგრძელდება.


close დახურვა