logo
ENG



ზელენსკი: ორი დღის განმავლობაში, უკუპანტებმა სულ მცირე, 127 რაკეტა და 109 დრონი გამოიყენეს

27 აგვ 202411:06
3 წუთის საკითხავი
 

უკვე მეორე დღეა, რუსეთი უკრაინის ქალაქებს ბომბავს. უპილოტო საფრენი აპარატების გარდა, ოკუპანტები რაკეტებს იყენებენ.

27 აგვისტოს გამთენიისას, რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე თავდასხმისთვის გამოიყენა ათეულობით დრონი, ბალისტიკური რაკეტა და აერობალისტიკური კინჟალი.

უკრაინის საჰაერო ძალები იუწყებიან რუსული დრონების სხვადასხვა რეგიონში გამოჩენის შესახებ. საუბარია ხერსონის, კიროვოგრადის, ჩერკასკის, სუმის, პოლტავის, ჩერნიგოვის და ჟიტომირის ოლქებზე.

ორშაბათს, 26 აგვისტოს, ომის დაწყების შემდეგ ყველაზე დიდი შეტევა განხორციელდა უკრაინაზე.

ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსმა სამხედროებმა, სულ მცირე, 127 რაკეტა და 109 დრონი გამოიყენეს. უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ მათ 102 რაკეტისა და 99 დრონის ჩამოგდება მოახერხეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა მასირებული თავდასხმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. რუსეთის სამხედრო უწყების თანახმადვე, ყველა სამიზნეს მოხვდა.

 

 


close დახურვა