პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რითაც არჩევნები ოფიციალურად დანიშნა 26 ოქტომბერს.
ზურაბიშვილმა დოკუმენტს ხელი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მოაწერა.
"მინდა მოვაწერო ხელი განკარგულებას, რითაც ინიშნება სამომავლო არჩევნები 26 ოქტომბერს"- თქვა ზურაბიშვილმა.
კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა.