logo
ENG



იუსტიცია: მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი თანამშრომლის ტრაგიკულად დაღუპვაზე, გამოძიება დაიწყო

28 აგვ 202416:47
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/28/xh8xmtlkhodgxva.jpg

იუსტიციის სამინისტრო უწყების ეზოში ნაპოვნი ქალის ცხედართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი ცნობით, ქალი სამინისტროს თანამშრომელი იყო.

უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება დაწყებულია. 

"იუსტიციის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამინისტროს თანამშრომლის ტრაგიკულად გარდაცვალებასთან დაკავშირებით და უსამძიმრებს ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და თანამშრომლებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულია გამოძიება. იუსტიციის სამინისტრო ატარებს ყველა ღონისძიებას გამოძიების მაქსიმალური ხელშეწყობისთვის. იუსტიციის სამინისტრო, საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე, მოუწოდებს ყველას, მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდონ საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებას", - ნათქვამია განცხადებაში. 

იუსტიციის სამინისტროს ეზოში 30 წლამდე ქალის ცხედარი დღეს იპოვეს. შსს-მა გამოძიება სსსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. 

 


close დახურვა