გახარიას გუნდი, რომელსაც წარსულში თავად ადანაშაულებდნენ, სკოლის დირექტორების პოლიტიკურ დევნაში, ახლა თავად ჩივის, რომ მის მომხრეებს ავიწროებენ. დღეს პარტიამ კონკრეტული ფაქტები გააცნო საზოგადოებას და თქვა, რომ ოცნება სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელებად პარტაქტივს ნიშნავს. ოპოზიციის მტკიცებით, ქართული ოცნების მცდელობაა სკოლა საარჩევნო შტაბად შეინარჩუნოს, სადაც პედაგოგები აგიტატორების როლს ითავსებენ.
განათლების სისტემა მმართველი პარტიის სამსახურში
28 აგვ 202420:24
3 წუთის საკითხავი