თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთის ერთ-ერთ სკოლაში შეარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
შემთხვევა შანლიურფის პროვინციაში, სივერეკის რაიონში მდებარე ერთ-ერთ საშუალო სკოლაში მოხდა.
მედიის ცნობით, თავდამსხმელი სკოლის ყოფილი მოსწავლეა. თავდამსხმელმა თავი მოიკლა, როდესაც პოლიცია მის დაკავებას ცდილობდა.
დაშავებულებს შორის სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები არიან.
თვითმხილველების ინფორმაციით, თავდამსხმელმა ცეცხლი იარაღიდან ჯერ სკოლის ეზოში გახსნა, ხოლო შემდეგ შენობაში შევიდა. თავდასხმის კადრებს ადგილობრივი მედიები ავრცელებენ.
