logo
ENG



როგორი ამინდი იქნება საქართველოში 3 სექტემბრამდე

29 აგვ 202414:24
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/29/om6w194gau41oko.jpg

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.

მათი ცნობით, 30-31 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ხოლო 1-2 სექტემბერს ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 30-31 აგვისტოს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 1-2 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 30-31 აგვისტოს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 1-2 სექტემბერს კი ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +37გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 30-31 აგვისტოს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 1-2 სექტემბერს კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი იქნება. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 30-31 აგვისტოს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 1-2 სექტემბერს კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33,+35 გრადუსი იქნება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 30-31 აგვისტოს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. 1-2 სექტემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 30-31 აგვისტოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

1-2 სექტემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება.


close დახურვა