ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოში ჩამოვიდა. მან ავიაკატასტროფაში დაღუპული ლეხ კაჩინსკის ხსოვნას პატივი მიაგო. ჟურნალისტებთან ფოტიგამ აღნიშნა, რომ მისი ქვეყანაში ვიზიტის მთავარი მიზანი ქართველი ხალხის მხარდაჭერა და იმის ჩვენებაა, რომ მათ გვერდით დგანან.
საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრისას, ფოტიგამ აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტიები დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი გარანტია, ხოლო მათი მუშაობის შეზღუდვა კი მიუღებელია, რაც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას აფერხებს.
"ქვეყნის გარეთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებით შეშფოთებულები არიან. ჩვენი ერთი მხრივ ვცდილობთ, დავეხმაროთ ქართველ ხალხს და მეორე მხრივ გვინდა, საქართველო დასავლური მიმართულებით წავიყვანოთ.
ჩვენთვის ამ გადაწვეყილების მიღება ძალიან რთულია, მაგრამ დავაკვირდებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც და თუ არაფერი შეიცვლება, სანქციები იქნება", - თქვა მან.