logo
ENG



გირჩი: არჩევნებზე დასაკვირვებლად ენმ-სა და დაიტოვე-სთან ოლქებში კოორდინაციაზე შევთანხმდით

03 სექ 202413:04
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/03/tt33xwxkg9xo8jz.png

პარტია გირჩის განცხადებით, არჩევნებზე უკეთ დასაკვირვებლად ნაციონალურ მოძრაობასა და ფეისბუქჯგუფ დაიტოვესთან რამდენიმე ოლქში კოორდინაციაზე შეთანხმდნენ.

მათი თქმით, ამ მიმართულებით სხვა პარტიებთან თანამშრომლობისთვისაც მზად არიან.

"არჩევნების დღეს, მიუხედავად განსხვავებულობისა, აუცილებელია ოპოზიციური პარტიები თანამშრომლობდნენ ხმების დასაცავად. ჩვენს პარტიას თითოეულ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრის ადგილი ეკუთვნის. მზად ვართ ამ ადგილების ნაწილი გავუზიაროთ სხვა პარტიებს და სამოქალაქო მოძრაობებს.

ჩვენ უკვე შევთანხმდით ნაციონალურ მოძრაობასთან და დაიტოვეს ორგანიზატორებთან რამდენიმე ოლქში კოორდინაციაზე, რათა უკეთ დავაკვირდეთ არჩევნებს და დავიცვათ ხმები.

თანამშრომლობის აუცილებელი პირობაა დისკუსიების და განსხვავებული აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა, რისთვისაც პარტიული მედიასაშუალებები ღია უნდა იყოს ერთმანეთისთვის.

წინასაარჩევნო დისკუსიები და დებატები ერთი მხრივ, და კოორდინირებული მუშაობა არჩევნების დღეს მეორე მხრივ, გააძლიერებს ოპოზიციას, ამიტომ ღია ვართ სხვა პარტიებთან თანამშრომლობისთვისაც ამ მიმართულებით და მზად ვართ, ამ პროცესში საერთო კოორდინატორის ფუნქციაც ავიღოთ", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა