წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ტურისტი ჩანჩქერში გადავარდა და დაიღუპა. წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია სოციალურ ქსელში წერს, რომ დაღუპული ქალი პოლონეთიდანაა.
"რამდენიმე წუთის წინ ტრაგედია დატრიალდა ინწრას ხეობაში. პოლონელი ტურისტი 1989 წ დაბადებული გოგონა ჩანჩქერში გადავარდა. ის გარდაცვლილია. მობილიზებულია პოლიცია", - წერს ბელქანია.
ტურისტის ცხედარი ჩანჩქერიდან უკვე ამოასვენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.