წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურში ახალგაზრდა მამაკაცს ამ წუთებში სამაშველო სამსახური ეძებს - ინფორმაცია "ფორმულას" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, ადგილზე წყალი მოულოდნელად და დიდი სისწრაფით მოვარდა. ახალგაზრდა მამაკაცმა ორი ადამიანის გადარჩენა შეძლო, თუმცა თავად ძლიერი დინებისგან ვეღარ გამოვიდა და წყალმა გაიტაცა.
ადგილზე ამ დროისთვის სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან და დაკარგული ახალგაზრდის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
