logo
ENG



პოლტავაში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 53-მდე გაიზარდა

04 სექ 202412:50
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/04/mybzldr7d4jqq6x.jpg

რუსეთის მიერ პოლტავაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 53-მდე გაიზარდა.

უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, 270-ზე მეტი დაშავდა. მოქალაქეების ძებნა კვლავ გრძელდება. 

რუსეთი 3 სექტემბერს, გვიან ღამით პოლტავაში ერთ-ერთ საგანმანათლებლო დაწესებულებას თავს დაესხა.

თავდასხმის შედეგად სავარაუდოდ, სამი საცხოვრებელი კორპუსი, ხუთი კერძო სახლი და ოფისის შენობა დაზიანდა.


close დახურვა