logo
ENG



პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

04 სექ 202415:01
3 წუთის საკითხავი
 
პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

84 მომხრე, 0 წინააღმდეგი - პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. საპარლამენტო ბოიკოტის გამო განხილვას ოპოზიციის დიდი ნაწილი არ ესწრებოდა. 

ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ქართულმა ოცნებამ დააინიცირა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილი თქმით, კანონპროექტი "ჰუმანიზმის პრინციპებსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის სამართლიან ბალანსს ეფუძნება".

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ამნისტიის მიღების ერთ-ერთი მიზეზი პენიტენციურ სისტემაში პატიმართა რაოდენობის შემცირებაა. 100 000 მოსახლეზე პატიმართა რიცხოვნობის მიხედვით საქართველო ევროპის საბჭოს წევრ 46 ქვეყანას შორის ბოლოდან მეორე ადგილზეა და მხოლოდ თურქეთს უსწრებს.


close დახურვა