საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კონსერვატორი მიშელ ბარნიე ახალ პრემიერმინისტრად წარადგინა.
ელისეის სასახლის განცხადების თანახმად, ბარნიეს დანიშვნით, პრეზიდენტმა მაკრონმა უზრუნველყო, რომ პრემიერმინისტრი და მომავალი მთავრობა მაქსიმალურ სტაბილურობასა და ერთიანობას მიაღწევენ.
ბარნიეს საფრანგეთის 2025 წლის ბიუჯეტის მართვა ევალება. ამისთვის მას დრო პირველ ოქტომბრამდე აქვს, რის შემდეგაც გეგმა ეროვნულ ასამბლეას უნდა წარუდგინოს.
ბარნიემ აღნიშნული თანამდებობას გაბრიელ ატალისი იკავებდა. ის საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმინისტრი იყო.