
საფრანგეთი უკრაინას დამატებით 2 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, პარიზში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"დღეს, შემიძლია გამოვაცხადო, 2 მილიარდი ევროს ღირებულების დამატებითი სამხედრო დახმარება უკრაინასთვის", - თქვა მაკრონმა.
მაკრონის თქმით, კიევს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, საზენიტო მართვად რაკეტებს, უპილოტო საფრენ აპარატებსა და საჰაერო თავდაცვის საშუალებებს გადასცემს.