logo
ENG



კობახიძე: რაც სენატორმა შაჰინმა თქვა, ეს არის წმინდა წყლის ტყუილი

06 სექ 202415:49
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: რაც სენატორმა შაჰინმა თქვა, ეს არის წმინდა წყლის ტყუილი

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სენატორ ჯინ შაჰინის განცხადება "ტყუილია".

სენატორმა National journal-თან ინტერვიუში თქვა, რომ მთავრობის წევრებთან შეხვედრის დროს ირაკლი კობახიძის თხოვნა იყო, აშშ-ის შეეწყვიტა ყველა სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსება, რომლებიც შესაძლოა, "კრიტიკულად იყვნენ განწყობილნი ოცნების ხელისუფლების მიმართ".

"სამწუხაროდ, მომიწევს უხეში განცხადების გაკეთება. რაც სენატორმა შაჰინმა თქვა, ეს არის წმინდა წყლის ტყუილი. ასეთი რამ არ მითქვამს შეხვედრაზე. ჩემთვის სამწუხაროა, რომ ასეთ ტყუილს კადრულობს ადამიანი, რომელიც ატარებს ამერიკის შეერთებული შტატების სენატორის, ძალიან მაღალ სტატუსს. ეს არის უკიდურესად სამწუხარო და შემაშფოთებელი ჩემთვის", - თქვა კობახიძემ.


close დახურვა