შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ქურდობის ბრალდებით ორი მოქალაქე, 1992 წელს დაბადებული ი.ჰ. და ამავე წელს დაბადებული ლ.ი. დააკავა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ი.ჰ.-მ თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბინაში ქურდობის მიზნით უკანონოდ შეაღწია, სადაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ ნივთებს.
გამოძიების შედეგად ასევე ცნობილი გახდა, რომ ბრალდებულმა ლ.ი.-მ თბილისში ერთ-ერთ სახლში ქურდობის მცდელობის მიზნით შეაღწია, თუმცა განზრახვა ვერ განახორციელა. მან შემდეგ სხვა მოქალაქის კუთვნილი ავტომობილი გაქურდა.
შსს-ს ცნობით, ბრალდებულები უკრაინის მოქალაქეები არიან.
პოლიციამ ნივთმტკიცებად ნაქურდალი ნივთები ამოიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.