logo
ENG



პორტუგალიის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 5 პატიმარი გაიქცა, მათ შორის ერთი ქართველი

09 სექ 202415:57
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/09/y7lz7f7ogwbrrgz.gif

Reuters-ის ცნობით, პორტუგალიაში, ალკოენტრეს მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 5 პატიმარი გაიქცა. მათ შორის ერთ-ერთი 42 წლის ქართველი, შერგილ ფარჯიანია. 

როგორც ცნობილია, გაქცევისას პატიმრები ციხის მეთვალყურეების ყურადღების მოდუნებას დაელოდნენ და შემდეგ 6-მეტრიან ღობეზე გადაძვრნენ, რაშიც გარედან დაეხმარნენ. ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მათ სამი მანქანა ელოდებოდათ.

ქართველის გარდა გაქცეულებს შორის პორტუგალიის ორი, არგენტინის ერთი და ბრიტანეთის ერთი მოქალაქეა.

პოლიციამ ფოტოები გაავრცელა და საზოგადოება გააფრთხილა, რომ გაქცეული მსჯავრდებულები საფრთხეს წარმოადგენენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ფარჯიანი ძარცვისთვის, ძარცვის დროს ძალადობისა და დოკუმენტების გაყალბებისთვის 8 წლით იხდიდა სასჯელს. 

 

 

 


close დახურვა