logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალებმა 46 რუსული უპილოტო საფრენი აპარატიდან 38 გაანადგურეს

10 სექ 202411:10
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/10/rbrawiu0ldhb40g.jpg

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 10 სექტემბრს ოკუპანტების მიერ გაშვებული 46 უპილოტო საფრენი აპარატიდან 38 გაანადგურეს.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა ოკუპირებული ყირიმიდან ისკანდერის ტიპის რაკეტა გაისროლა.

საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინის 13 რეგიონში (ვინიცის, კიევის, ჩერნიგოვის, კიროვოგრადის, მიკოლაევის, ოდესის, ხერსონის, ჩერკასის, სუმის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს, პოლტავას) მუშაობდა.

თავდასხმის მოგერიებაში ავიაცია, საზენიტო სარაკეტო ნაწილები და მობილური საზენიტო ჯგუფები იყვნენ ჩართულნი.


close დახურვა