logo
ENG



აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩადიან

11 სექ 202410:00
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/11/56e1ta5tm185gsx.png

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დეივიდ ლემი 11 სექტემბერს კიევში ჩადიან. ისინი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკისა და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდებიან.

მხარეები განიხილავენ უკრაინის მხარდაჭერას რუსული აგრესიისგან თავდასაცავად, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

12 სექტემბერს დაგეგმილია ბლინკენის ვიზიტი პოლონეთში. იქ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვდება პოლონეთის ოფიციალურ პირებს, რათა განიხილონ რამდენიმე მნიშვნელოვანი ორმხრივი საკითხები, მათ შორის თავდაცვისა და ენერგეტიკის თანამშრომლობის გაღრმავება და ორი ქვეყნის მუშაობა უკრაინის მხარდაჭერაში.


close დახურვა