logo
ENG



ტალახაძე რუსულ კანონზე: ვთვლი, რომ აუცილებელია, არ უნდა იყოს საზოგადოებაში დამალული რამე

11 სექ 202413:13
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/11/54v4h2f2knk1u5v.jpg

ქართული ოცნების საარჩევნო სიის მეშვიდე ნომერი, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე რუსული კანონის არსებობას "აუცილებლად" მიიჩნევს და ამბობს, რომ "ყველაფერი უნდა იყოს საჯარო და ღია". ამაზე მან TV პირველთან ისაუბრა.

"გამჭვირვალობის კანონს რაც შეეხება, ვთვლი, რომ აუცილებელია. არ უნდა იყოს საზოგადოებაში დამალული რამე და უნდა იყოს ყველაფერი საჯარო და ღია"- თქვა ტალახაძემ.

ტალახაძე ამბობს, რომ გადაწყვიტა, ისეთი გუნდის გვერდით იყოს, რომელმაც "ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნა".

"გადავწყვიტე, დავუდგე ისეთ გუნდს გვერდით, რომელმაც შეინარჩუნა ქვეყანაში მშვიდობა და დარწმუნებული ვარ, ქართული ოცნება ის გუნდი, რომელიც ამაყად, ღირსებით შეაბიჯებს ევროპაში"- თქვა ტალახაძემ.

რაც შეეხება შეკითხვას, რა მიზნები აქვს პარლამენტში, ის ამბობს, რომ ჯერ ჩამოყალიბებული არ არის, თუმცა მთავარი მიზანი ახალგაზრდების და სპორტის "გვერდით დგომა" იქნება.

"ჯერ რომ გითხრათ ჩამოყალიბებულო ვარ ყველაფერში, მოგატყუებთ. ჩემი მთავარი მიზანია ახალგაზრდების გვერდით დგომა, ჩემი ქართულის სპორტის გვერდით დგომა და ყველა ის ღირსეული ნაბიჯი რასაც განვახორციელებთ ერთად ჩვენი გუნდი"- თქვა ტალახაძემ.

ოლიმპური ჩემპიონი, ძალოსანი ლაშა ტალახაძე ქართული ოცნების საარჩევნო სიის მეშვიდე ნომერია. მმართველმა პარტიამ სია გუშინ წარადგინა


close დახურვა