logo
ENG



"ოცნების" ოცეული - ოლიგარქის სიის თავისებურებები

11 სექ 202419:57
3 წუთის საკითხავი
 

რატომ ვერ მოხვდნენ ოცნების სიის პირველ ოცეულში მოქმედი დეპუტატები, რომლებიც ზიზღის ენით გამოირჩევიან და რა მოტივით ჩაანაცვლა ისინი ოლიგარქმა ახალი სახეებით, რომელთა შორის ერთ-ერთი რუსეთის მოქალაქეა. სპორტის გულშემატკივრების ნაწილისთვის ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო პრორუსულ პარტიაში ისეთი ჩემპიონების ხილვა, როგორიცაა გენო პეტრიაშვილი, რომელმაც ოკუპანტების აგრესია თავად გამოცადა 2008 წელს და მსოფლიო რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე, რომელსაც ახლა მის ცხოვრებაში ყველაზე სამარცხვინო მძიმე პოლიტიკური ტვირთის აწევა მოუწევს.

ამ ყველაფრის ფონზე კი მთავარი ინტერესი მაინც ივანიშვილს უკავშირდება, რომელმაც ადრე თქვა, რომ პოლიტიკაში მხოლოდ მაშინ მობრუნდებოდა, თუ რაღაც უბედურება მოხდებოდა. ანალიტიკოსების შეფასებით, ოცნებას ნამდვილად დაუდგა უბედურების ჟამი და ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ მილიარდერმა საარჩევნო სიის პირველ ნომრად საკუთარი თავი ჩაიწერა. ასეთი ნაბიჯი მას მანამდე არცერთ არჩევნებში არ გადაუდგამს.


close დახურვა