logo
ENG



ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წევრებს გვიან ღამით უცნობი პირები დაუპირისპირდნენ

12 სექ 202410:19
3 წუთის საკითხავი
 

ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს გვიან ღამით რამდენიმე პირმა სააგიტაციო მასალის გავრცელების დროს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ხელისშეშლა სცადა.

როგორც ახალგაზრდული ფრთის წევრი, ამირან ნატრიაშვილი აღნიშნავს, მათ თავს წინასწარ ორგანიზებული, ოცნების ზონდერების ჯგუფი დაესხა.

"ჩვენ დავურეკეთ ჩვენს მეგობრებს და როდესაც მოვიდნენ ჩვენი მეგობრები, ეს ადამიანები ისევ დაბრუნდნენ უკან. ამის შემდგომ მოგვაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რომ რა მაისურები გაცვიათ, ვის უჭერთ მხარს. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები იყვნენ ოცნების ზონდერები, ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც პირდაპირ მობილიზებული იყო იმისთვის, რომ ჩვენს მიმართ განეხორციელებინა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და ძალადობა", - განაცხადა ნატრიაშვილმა


close დახურვა