logo
ENG



სტარმერი: რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია ომის შეწყვეტა - უკრაინას თავდაცვის უფლება აქვს

13 სექ 202410:42
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/13/jwd3jcx6xwzsw6k.jpg

ბრიტანეთის პრემიერმინისტრს კირ სტარმერის განცხადებით, რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია უკრაინაში ომის შეწყვეტა.

პრემიერმა მედიის კითხვებს უპასუხა მაშინ, როცა აშშ-ში ჯო ბაიდენთან ვიზიტზე მიემგზავრებოდა.

პრემიერმინისტრმა ვაშინგტონში ისაუბრა დასავლეთის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, უკრაინა შეძლებს რუსეთზე ნაწილობრივი ბრიტანული წარმოების Storm Shadow-ის რაკეტებით შეტევას.

აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საფრთხილოა Storm Shadow-ის რაკეტების გამოყენება. 

"რუსეთმა დაიწყო ეს კონფლიქტი. რუსეთი უკანონოდ შეიჭრა უკრაინაში. რუსეთს შეუძლია დაუყოვნებლივ დაასრულოს ეს კონფლიქტი. უკრაინას თავდაცვის უფლება აქვს", - განაცხადა სტრამერმა მედიასთან.

ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ცნობით, ამ საკითხს ჯო ბაიდენთან შეხვედრისას აუცილებლად განიხილავს.

ამ საკითხს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც გამოეხმაურა და მისი მტკიცებით, დასავლეთის გადაწყვეტილების შემთხვევაში, თუ უკრაინა Shadow Storm-ის დისტანციური იარაღის გამოყენებას შეძლებს, ეს ავტომატურად "მოსკოვთან ომს გულისხმობს".

 


close დახურვა