2008 წლის ომში რუსების მიერ წამებით მოკლული სამხედროს, ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ცოლი მაკა ჩიკვილაძე ოლიგარქ ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება და მისი ქმრის წამების ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.
"2008 წლის 9 აგვისტო… "ოსი ძმების" ჩექმა გიორგის ზურგზე. ბოდიში, გიორგი" - წერს ჩიკვილაძე.
***
ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გორში სიტყვით გამოსვლისას აგვისტოს ომსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე ისაუბრა. ამ კონტექსტში მან 2008 წლის ომში კვლავ არა რუსეთი, არამედ ყოფილი ხელისუფლება დაადანაშაულა და ნაციონალური მოძრაობისთვის "ნიურნბერგის პროცესი" დააანონსა. ივანიშვილის მტკიცებით, აგვისტოს ომი "გარედან დაგეგმილი პროვოკაცია" იყო, რომლის "გამჩაღებელი" მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლებაა. 2008-ში რუსეთის მიერ თავდასხმისა და შემდგომი ოკუპაციის ფონზე, ივანიშვილმა თქვა, რომ არჩევნების შემდეგ "აუცილებლად გამოძებნიან საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოიხადონ იმის გამო, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ოსი დები და ძმები".