logo
ENG



ფრანგი ევროკომისარი, ტიერი ბრეტონი თანამდებობას ტოვებს და ურსულა ფონ დერ ლაიენს აკრიტიკებს

16 სექ 202413:31
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/16/ft5o0nzz84dvifo.jpg

Reuters-ის ცნობით, ფრანგმა ევროკომისარმა, ტიერი ბრეტონმა თანამდებობა დატოვა და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი დაადანაშაულა, რომ ის მის პოზიციებს ძირს უთხრიდა.

გამოქვეყნებულ წერილში ბრეტონმა თქვა, რომ ფონ დერ ლაიენმა რამდენიმე დღის წინ საფრანგეთს სთხოვა, რომ "პირადი მიზეზების გამო" კომისიის საარჩევნო სიიდან მისი სახელი ამოეღოთ.

"თქვენ საფრანგეთს სთხოვეთ ჩემი კანდიდატურა უკან გაეწვია - პირადი მიზეზების გამო, რომლებიც ჩემთან პირადად არ განგიხილავთ", - მიმართა ბრეტონმა ფონ დერ ლაიენს.

ამასთან, ბრეტონი წერს, რომ ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობა კითხვის ნიშნებს აჩენს. ფრანგული მედია კი ხაზს უსვამს, რომ ბრეტონსა და ფონ დერ ლაიენს შორის უთანხმოება როგორც კერძო საუბრებში, ასევე საჯაროდ სხვადასხვა საკითხზე უკვე 5 წლის განმავლობაში გრძელდება.

ბრეტონის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ საფრანგეთს კომისრის თანამდებობაზე ახალი კანდიდატის წარდგენა მოუწევს.

 

 


close დახურვა