logo
ENG



კობახიძე ირწმუნება, რომ მომავალი წლიდან პარტნიორებთან ურთიერთობები "გაჯანსაღდება"

17 სექ 202412:46
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/17/9qmg15jchdzeg0x.jpg

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ მომავალი წლიდან პარტნიორებთან ურთიერთობები "გაჯანსაღდება".

მისი თქმით, ელის, რომ უკრაინაში ომი შემდეგ წელს დასრულდება, რაც, მისივე ლოგიკით, საქართველოს მთავრობასა და პარტნიორებს შორის ურთიერთობების დალაგებას გამოიწვევს.

"მინდა, ყურადღება გავამახვილო პარტნიორებთან ურთიერთობაზე. არის გარკვეული სირთულეები, თუმცა მინდა გამოვთქვა რწმენა, რომ როგორც კი ომი დასრულდება უკრაინაში, მაშინვე ყველა პრობლემა მოგვარდება და ურთიერთობები თავიდან ბოლომდე დაუბრუნდება ნორმალურ ჩარჩოებს. რაც შეეხება ჩვენს პროგნოზს, დიდი იმედი და რწმენა გვაქვს, რომ უკრაინაში ომი მომავალ წელს დასრულდება.

შესაბამისად, მომავალი წლიდან თვისებრივად გაჯანსაღდება ურთიერთობები საქართველოს ხელისუფლებასა და ჩვენს პარტნიორებს შორის, რასაც ბუნებრივია, აქვს კრიტიკული მნიშვნელობა, რათა ეკონომიკის განვითარებას არ შეექმნას არავითარი დაბრკოლება", - თქვა კობახიძემ.


close დახურვა