
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკივზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანეს.
ხარკივის რაიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი Telegram-ზე ბოლო ცნობებს აქვეყნებს და წერს, რომ ოკუპანტების დაბომბვას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 34 კი დაშავდა.
ხარკივის მერის იგორ ტერეხოვის თქმით, ოკუპანტებმა დარტყმები ქალაქის 4 ადმინისტრაციულ რაიონზე განახორციელეს. წინასწარი ინფორმაციით, რუსები საცხოვრებელ სახლებს საავიაციო ბომბებით დაესხნენ თავს.
ხარკივის მერი ამბობს, დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის ადგილზე სამძებრო-სამუშაოები გრძელდება.
საჰაერო იერიშს X-ზე განცხადებით უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. მან თქვა, რომ რუსეთის სამიზნე საცხოვრებელი კორპუსი, საცხობი და სპორტული სტადიონი გახდა.
Another Russian strike on Kharkiv.
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) September 24, 2024
The targets of the Russian bombs were an apartment building, a bakery, a stadium. In other words, the everyday life of ordinary people. Russia is a terrorist, and it proves this every day with its own actions, with its choice to wage war, and… pic.twitter.com/Jy44H7MRTG