logo
ENG



საელჩო: კობახიძის მიწვევა ანტიდემოკრატიული ქმედებებისადმი მზარდი შეშფოთების გამო გაუქმდა

25 სექ 202415:16
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/25/l9e9dqhfsulsbzb.jpg

საქართველოში აშშ-ის საელჩო ფორმულას კითხვის პასუხად განმარტავს, რატომ გაუუქმა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პრემიერმინისტრს ირაკლი კობახიძეს მიღებაზე მიწვევა.

საელჩოში ამბობენ, რომ მიზეზი საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და დეზინფორმაციის მიმართ მზარდი შეშფოთებაა.

"ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა პრემიერმინიტრს კობახიძის მიწვევა გაეროს ასოციაციის ყოველწლიურ მიღებაზე და უარი თქვა ქართულ დელეგაციასთან შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების, დეზინფორმაციისა და აშშ-სა და დასავლეთის მიმართ ნეგატიური რიტორიკის მიმართ მზარდი შეშფოთების გამო", - აცხადებენ საელჩოში. 

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტრადიციულ მიღებაზე სტუმრების სიიდან ირაკლი კობახიძე ამოიღო. ბაიდენი მსოფლიო ლიდერებსა და გაეროს მაღალჩინოსნებს 25 სექტემბერს უმასპინძლებს.


close დახურვა