logo
ENG



კობახიძე ბაიდენის მოწვევის გაუქმებას "არასერიოზულს" უწოდებს

26 სექ 202401:34
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/26/7jumhil4euf703d.png

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე "არასერიოზულს" უწოდებს აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას, ტრადიციულ მიღებაზე მისი მიწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით.

კობახიძის აზრით, ეს არის "ჰუმანიტარული აქტი ოპოზიციის" სასარგებლოდ.

"განსაკუთრებულ კომენტარს ვერ გავაკეთებ ამაზე. არასერიოზულია. სამი დღის წინ გამოაგზავნეს მოსაწვევი და შემდეგ გაუქმდა. ეს იყო ჰუმანიტარული აქტი ოპოზიციის სასარგებლოდ, თუმცა ვერანაირი პრაქტიკული ეფექტი ამას ვერც ოპოზიციისთვის ვერ ექნება. ამაზე მეტი კომენტარის გაკეთება ამ თემაზე გამიჭირდება"- თქვა კობახიძემ.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტრადიციულ მიღებაზე სტუმრების სიიდან ირაკლი კობახიძე ამოიღო. ბაიდენი მსოფლიო ლიდერებსა და გაეროს მაღალჩინოსნებს 25 სექტემბერს უმასპინძლებს.

 


close დახურვა