logo
ENG



შსს: საბერძნეთთან მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების, გადაცვლის შეთანხმებას ხელი მოეწერა

27 სექ 202412:59
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/27/osxashtjr38psny.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოსა და საბერძნეთს შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა.

შსს-ს ცნობით, ამოქმედებისთანავე მხარეების მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობას მიიღებენ იმ სახელმწიფოში, რომელიც მათი კანონიერი საცხოვრებელია.

"შეთანხმებით განსაზღვრულია იმ სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიები/ქვეკატეგორიები, რომელთა სამართავად გაცემული მართვის მოწმობები ექვემდებარებიან გადაცვლას, კერძოდ AM, A1, A2, A, B1, B, BE, C1, C, D1, D1E, D, DE, CE და C1Eგატეგორიების/ქვეკატეგორიების სამართავად გაცემული მართვის მოწმობების გადაცვლა თეორიული ან პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე იქნება შესაძლებელი," - წერია განცხადებაში.

შეთანხმებას ხელი შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და საბერძნეთის რესპუბლიკის ინფრასტრუქტურისა და სპორტის მინისტრმა, ქრისტოს სტაიკურასმა მოაწერეს.

საქართველოს ამ ტიპის შეთანხმებები, ასევე, ესპანეთის სამეფოსა და ირლანდიასთან აქვს გაფორმებული.

 

close დახურვა