logo
ENG



გიორგი ამილახვარი განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს

28 სექ 202410:31
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/28/3ihinse1ixf42zm.jpg

გიორგი ამილახვარი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობას ტოვებს. როგორც მან ბრიფინგზე თქვა, ის კერძო სექტორში ბრუნდება. 

"საზოგადოებისთვის ცნობილია, პოლიტიკაში მოსვლამდე საკმაოდ წარმატებით ვსაქმიანობდი ბიზნესში, კერძოდ განათლების ბიზნესში და როგორც პრემიერ-მინისტრს ასევე ჩვენი გუნდის ლიდერებს ვთხოვე, მოეცათ შესაძლებლობა 4 წლიანი შეუჩერებელი მუშაობის შემდგომ ისევ დავბრუნებულიყავი კერძო სექტორში და იქიდან გამეგრძელებინა ჩვენი გუნდის მხარდაჭერა", - თქვა ამილახვარმა. 

გიორგი ამილახვარი ქართული ოცნებიდან X მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო. 2023 წლის 20 მარტიდან იგი განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დაინიშნა. 

ბრიფინგის დროს ამილახვარს ივანიშვილისთვის მადლობის გადახდა არ დავიწყებია. 

"განსაკუთრებული მადლობა მსურს, გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს გამოცხადებული ნდობისთვის. საზოგადოებას კი მინდა ვუთხრა, პოლიტიკა ზოგადად უმადური საქმეა და რა წნეხსაც ჩვენი ლიდერები ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე უანგაროდ უძლებენ, წარმოუდგენელია, ამიტომ საზოგადოებას მინდა ვთხოვო გაუფრთხილდნენ მათ", - თქვა ამილახვარმა. 

close დახურვა