logo
ENG



საბურთალოზე დაჭრილი კაცი დაიღუპა - შსს-მ ბრალდებული დააკავა

28 სექ 202412:20
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/28/dmsjjpv1mheg6hl.jpg

დაიღუპა კაცი, რომელიც ღამით საბურთალოს ქუჩაზე დაჭრეს. თვითმხილველთა თქმით, მას სასიკვდილო დაზიანებები დანით მიაყენეს, რასაც წინ უძღოდა ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება.

23 წლის კაცის განზრახ მკვლელობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

როგორც ცნობილია, დაღუპულს ჭრილობები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. პირველადი დახმარება მას ქუჩაში მოქალაქეებმა აღმოუჩინეს, სასწრაფომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი კაცი კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 

 


close დახურვა